ბავშვთა სამხატვრო ნამუშევრების საერთაშორისო კონკურსი ,,ლიდიცე 2018’’

0

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 4 -16  წლის ბავშვებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნილია, მხოლოდ ანკეტაში უნდა ჩაიწეროს  ,,ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობით’’ და მონაწილის ასაკი.

კონკურსში  მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მიწვევა, რომელიც გადმოიწერება საიტიდან:wwwmdvv-lidice.cz/aktuanyj/vyzov/ . შევსებული ფორმა და მონაწილეთა სია თან უნდა ახლდეს კონკურსზე გაგზავნილ ნამუშევრებს, ასლები კი გაიგზავნება doc ფორმატში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე kasalika@lidice-memorial.cz 2018 წლის 28 თებერვლამდე.

ნამუშევრების მარკირებისთვის მსურველებმა უნდა იხელმძღვანელონ ზემოთ აღნიშნულ საიტზე მითითებული ცხრილით. ნამუშევრების მარკირებისთვის უნდა გამოიყენოთ ცხრილები საიტიდან:  www.mdvv-lidice.cz/ru/aktualnj/vyzov/

ნამუშევრების ორიგინალები არაუგვიანეს 2018 წლის 28 თებერვლისა უნდა გაიგზავნოს მისამართზე: (იხილეთ საიტზე)

ამანათები ლიდიცაში  მიწოდებული უნდა იყოს 2018 წლის 15 მარტამდე.

ვინაიდან 2017 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა ტურიზმისა და მდგრადი განვითარების წლად, ამიტომ ბავშვთა მხატვრული ნამუშევრების საიუბილეო 45-ე კონკურსი მიეძღვნება მოგზაურობას, (თემები იხილეთ საიტზე)

ბავშვთა სამხატვრო ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენა ,,ლიდიცე’’ დაფუძნდა 1967 წელს, ჩეხურ სოფელ ლიდიცეში გერმანელი ნაცისტების მიერ დახოცილი ბავშვებისა და ზოგადად, საომარი კონფლიქტების მსხვერპლი ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად.

კონკურსი საერთაშორისოდ 1973 წლიდან იქცა და მალევე  გახდა პოპულარული არა მხოლოდ ჩეხეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

ყოველწლიურად ლიდიცეს კონკურსზე 25 ათასზე მეტი მოსწავლის ნამუშევრები იგზავნება მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან.

კონკურსის ნამუშევრების მთავარი ექსპოზიციის დათვალიერება მნახველს ლიდიცეს გალერეაში წლის განმავლობაში ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ.


Share.

Leave A Reply