სპორტსმენის გამგზავრება უკრაინაში კომპანია ,,არემჯიმ’’დააფინანსა

0

საერთაშორისო ტურნირებისა და საქართველოს არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული ლაშა მუსხელიშვილი დიდი შეჯიბრებისთვის ემზადება,  ის უკრაინაში, ქალაქ კიევში  გამართულ ღია პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას, მწვრთნელის და შეგირდის გამგზავრება დიდ ტურნირზე კომპანია „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით შედგა.დმანისის მუნიციპალიტეტის  შერეული ორთაბრძოლების კლუბი „არწივი“ლერი ავალიშვილის თაოსნობით, ოთხი წლის წინ დაარსდა. კიკბოქსინგის და სოფელში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მწვრთნელმა საკუთარი ძალებით დარბაზი მოაწყო და დიდი შრომის შედეგად არაერთ წარმატებას მიაღწია, 30-მდე შეგირდი კვირაში სამი დღე როგორვც ფიზიკურ, ისე ტექნიკურ ვარჯიშს გადიან. მწვრთნელს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს, მოთხოვნილებიდან გამომდინარე ის ქალაქ დმანისში ფილიალის გახსნას გეგმავს.


Share.

Leave A Reply