„საზღაპრეთი -2“ – თეატრალურ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

0

ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი 2“ 27-29 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში „თეატრი ათონელზე“, მაჩაბელის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. ბოლნისის თეატრი ფესტივალზე წარსდგება სპექტაკლით „ოცნება და სინამდვილე“, რომელიც შექმნილია „თავფარავნელის ბალადი“-ს მიხედვით. რეჟისორი იზო ნიავაძე, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, მხატვარი ნუგზარ გიორგაძე, ქორეოგრაფი გოჩა ხელაძე.

მონაწილეობენ: ანი კიკოლიაშვილი, ანა მოდებაძე, მარიამ სვანიძე, მარიამ ბერიძე, მარიამ ვეფხვაძე, მარიამ ალავიძე, სტელა ხუგოიანი, ქეთი შვანგირაძე.


Share.

Leave A Reply