ბოლნისის მუნიციპალიტეტის 15 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა

0

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის თხუთმეტ წარჩინებული მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.  ქვემო ქართლის მასშტაბით წარჩინებული მოსწავლეები რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში დაჯილდოვდნენ. პროგრამას მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოსა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

2017 წელს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეები, რომელთა ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე.

,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით პროგრამის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში გაიმართა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი. ქვემო ქართლის 174 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა პორტაბელური კომპიუტერი. ბოლნისის საჯარო სკოლებიდან კომპიუტერი გადაეცა  15 წარჩინებულს,რომელთა შეხვედრაზე დასწრება ტრანსპორტით უზრუნველყო ბოლნისის მუნიციპალიტეტმა,რის გამოც დიდ მადლობას მოვახსენებთ.დაჯილდოებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რმუნებულის- გუბერნატორის მოადგილე და ადმინისტაციის წევრები,ქ.რუსთავის ახლადარჩეული მერი და ქ.რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი-ბატონი გიორგი ბეგაძე.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და საჯარო სკოლების დირექტორები.

აღსანიშნავია,რომ პროგრამის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში კომპიუტერი გადაეცემა საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულ მოსწავლეს, რომლის საფეხურის ქულაა 10 (დამრგვალების გარეშე).საგულისხმოა,რომ ყოველწლიურად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და შესაბამისად  წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა,რაც განაპირეობებს  პროგრამა ,,ჩემი პირველი კომიუტერი”‘წარმატებას.ყველა წარჩინებულ მოსწავლეს,პედაგოგებსა და მშობლებს ვულოცავთ წარმატებას!’’-  აღნიშნა  bolnisi.ge-სთნ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ია სვანიძემ.

წარჩინებული მოსწავლეები:

გიორგი ბოჭოიძე- ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა

ეკატერინე კორძაძე-ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა

მარიამ ლატარია-ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა

ვახტანგ მღვდელაძე-ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა

ქეთევან სარაჯიშვილი-ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა

მარიამ ჭიღლაძე-ქალაქ ბოლნისის №3 საჯარო სკოლა

ანი ხმელიძე -ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა

თამარ ჩუმაშვილი–ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა

ნინი რთველაძე-დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა

ნანუკა მოსეშვილი -დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა

თამარ ბესალაშვილი–დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა

თამარ ზურაბიშვილი-დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლა

ანა კოდიაშვილი- სოფელ რატევანის საჯარო სკოლა

გურამ ლაზარაშვილი-სოფელ რატევანის საჯარო სკოლა

ქეთევან ხიზანიშვილი -სოფელ რატევანის საჯარო სკოლა


Share.

Leave A Reply