ოლიმპიადა Skillser უნარებში – პირველად საქართველოში!

0

2017-2018 სასწავლო წლების საგანმანათლებლო მიმართულებაში შედის მაღალბიუჯეტიანი პროექტი, ოლიმპიადა “SKILLSER” უნარებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტიპის საგანმანათლებლო პროექტი ამიერკავკასიის რეგიონში  პირველად ეწყობა, ის წარმოადგებს ზოგადსაგანმანათლებლო სტარტაპს და კურირებს განათლების ხარისხის მართვის პრობლემის აღმოფხვრას. ოლიმპიადის ერთ_ერთი ძირითადი მახასიათებელია მაღალბიუჯეტიანი საპრიზო კატეგორიები, რომელთა გათამაშებაც მსგავსი ტიპის პროექტში პირველად ხორციელდება. ოლიმპიადა გამოირჩევა იმითაც, რომ  საუკეთესო მონაწილეების შერჩევის შემდეგ კონკურსანტები ჩაერთვებიან გაცვლითი პროგრამების კურსებში, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.

პროექტს ასევე აქვს საქველმოქმედო ხასიათი, რის საფუძველზეც ოლიმპიადის შემდგომ, მიუხედავად იმისა,  მოხვდება თუ არა მოსწავლე მაღალბიუჯეტიანი საპრიზო კატეგორიებიდან ერთ-ერთში, საუკეთესო ასეულს მიეცემა დამატებითი შანსი, რის საფუძველზეც ისინი გაივლიან ორგანიზაციაში თანამშრომლობის პაკეტის შეთავაზების მიზნით გასაუბრებას ხოლო აქედან 50 მოსწავლეს მიუვა დადებითი პასუხი და წახალისების კუთხით ისინი უფასოდ გაემგზავრებიან გაცვლით პროგრამებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში.

ოლიმპიადა ჩატარდება მიმდინარე წლის 12 დეკემბერს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. ზოგადი უნარები ჩატარდება ტესტური ფორმატით, სადაც შეტანილი იქნება 60 საკითხი.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მოსწავლეებს მე-9, მე-12 კლასების ჩათვლით.

პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ბინა თბილისში; მეორე ადგილი- ორკაციანი საგზური საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში; მესამე ადგილი არჩევითი – ფულადი პრიზი ან ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები; 4-15 ადგილები ქვეყნის შიდა ტური საახალწლოდ ბაკურიანში; 15-20- შესაბამისი სიგელები და სერთიფიკატები, სკოლის გარდამავალი თასები და სხვა.


Share.

Leave A Reply