ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრის კიდევ ერთი წარმატება

0

დასრულდა მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა მეცხრე თეატრალური ფესტივალი, რომელიც ტარდებოდა თბილისში „თეატრი ათონელზე“. ფესტივალზე ნაჩვენები იყო 15 სპექტაკლი და მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონი. ქვემო ქართლიდან წარმოდგენილი იყო ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი 2“ სპექტაკლით „ოცნება და სინამდვილე“.

სპექტაკლმა  წარმატებით  ჩაიარა. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით (ფესტივალის დირექტორი ქართული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, მაჩაბელას ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილი. ჟიურის თავმჯდომარე მსახიობი  ნინო ხომასურიძე. ჟიურის წევრი, რეჟისორი ხათუნა მილორავა, ფესტივალის მენეჯერი თეა დავითაია.) ბოლნისის თეატრის  რეჟისორი იზო ნიავაძე დაჯილდოვდა  ნომინაციით „საუკეთესო რეჟისორული გადაწყვეტა“.ხოლო მონაწილე  რვა ბავშვიდან ოთხი როლი წარმატებულ შესრულებად იქნა მიჩნეული და დაჯილდოვდნენ:

–მარიამ ბერიძე, მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო  შესრულება. მარიამ ვეფხვაძე–მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება.ქეთი შვანგირაძე, როლის საუკეთესო შესრულება. ანი კიკოლიაშვილი, როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ფესტივალის აღმოჩენა“.

დაჯილდოება ა.ხორავას სახელობის მსახიობის სახლში გაიმართა.


Share.

Leave A Reply