85 წლის მოხუცის ეზოს დაზიანებულ ღობეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

0

სულხან-საბა ორბელიანის ქ.199-ში მცხოვრებ მოხუცს მაწანწალა ძაღლები და მსხვილფეხა ცხოველები აღარ აწუხებს. რამდენიმე კვირაა შუშანა ქუქჩიშვილის ეზოს დაზიანებულ ღობეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 85 წლის მოხუცი სახლში მარტო ცხოვრობს, ამიტომ საკუთარი ძალებით მისი გამაგრება ვერ შეძლო, დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, საყრდენი კედელი, რომელსაც დრომ და სისველემ ბოლო მოუღო, მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით საგზაო დეპარტამენის მიერ აღდგა.

დაზიანებული ღობე ახალმა 25 მეტრიანმა რკინა-ბეტონის კედელმა ჩაანაცვლა, რამდენიმე თვეში კი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდება სიმაღლის მიმცემი ხის ღობის გაკეთება.

შუშანა ბებოს სახლში მარტო დარჩენის აღარ ეშინია, მან უკვე ზუსტად იცის, რომ ვერც ადამიანები და ვერც ცხოველები ვეღარ შეძლებენ მის ეზოში შესვლას.


Share.

Leave A Reply