გერმანიის ელჩმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა

0

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰაიკე ფაიჩმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლის 200 წლის იუბილეს მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, მადლობის წერილი გამოუგზავნა.
,, წლევანდელი სახალხო ზეიმი ბოლნისში, რომელიც გაიმართა გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლის 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დიდი წარმატებით ჩატარდა და საქართველო-გერმანიის საიუბილეო 2017 წლის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენდა.
მინდა გულით მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შესაძლებლობა მიეცით, აქტიურად მიეღო მონაწილეობა სახალხო ზეიმის მოწყობაში. საელჩოსთვის დიდი სიხარული იყო, ყოფილ კატერინენფელდში ბოლნისის მოსახლეობასთან ერთად ეზეიმა გერმანული მემკვიდრეობა. როგორც ჩანს ზეიმი მოეწონათ როგორც ხელოვანებს, ასევე სტუმრებსაც. საელჩომ შაბათსაც და კვირასაც დიდი გამოხმაურება მიიღო”,- ნათქვამია წერილში.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, დოქტორმა ჰაიკე ფაიჩმა, ბოლნისის თვითმმართველობას აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საელჩომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახით აქტიური და მეგობრული პარტნიორი შეიძინა.


Share.

Leave A Reply