“სიონი” უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძოლებს

0

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, უკვე ცნობილია იმ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც ეროვნული ლიგა 2-დან უმაღლესში დაბრუნებისთვის იბრძოლებს.

აღნიშნულ სამეულში გასარკვევი მხოლოდ მესამე ადგილის მფლობელის ვინაობა იყო. დღეს, 33-ე ტურში, ბოლნისის “სიონმა” გასვლაზე, “მცხეთა პარკზე” თბილისის “ვიტ ჯორჯია” 1:2 დაამარცხა და მასთან სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ სამ ტურში ყველა თამაშიც რომ წააგოს კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა, მასთან დაწევის არანაირი შანსი აღარ აქვს “ვიტ ჯორჯიას”.

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2 26 ნოემბერს დასრულდება და შემდეგ გაირკვევა, თუ ვისთან მოხვდება გადათამაშებაში ბოლნისური კლუბი. ეროვნულ ლიგა 2-ში პირველ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად მოიპოვებს ლიგა 1-ის საგზურს. ამ დროისთვის, რუსთაველები პირველ ადგილზე იმყოფებიან და 4 ქულით ჩამოიტოვეს “მერანი”, რომელიც დღეს მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. დარჩენი სამ შეხვედრაში, ეროვნულ ლიგა 2-ში მხოლოდ პირველი და მეორე ადგილები შეიძლება შეიცვალოს, სამეული კი უცვლელი დარჩება.

წყარო: ipress.ge


Share.

Leave A Reply