გიორგი ტოგონიძის ამერიკული ცხოვრება

0

სამი წელი სამშობლოდან შორს, უცხო ქალაქში და დაუღალავი შრომის ფასად მიღწეული შედეგი. ეს ის მომენტია, როცა საკუთარი შრომის ფასს ხედავ და შენი ქალაქიც ამაყობს შენით. გიორგი ტოგონიძე თავის ამერიკულ ცხოვრებაზე მოგვიყვება.

-ნიუ-იორკში 2014 წლის აგვისტოში ჩავედი, სადაც აღმოვაჩინე, რომ არსებობს ქართული კულტურის შესანიშნავი ცენტრი ,,ფესვები”. დავუკავშირდი მის ხელმძღვანელობას, ივანე გოდერძიშვილს და შორენა ბარბაქაძეს. მალევე მოხდა ჩვენი დაახლოება და რამდენიმე თვეში უკვე გავაფორმეთ სამუშაო კონტრაქტი, დავინიშნე ანსამბლის ქორეოგრაფად და დღემდე ვაგრძელებთ აქტიურ მოღვაწეობას. ამ ხნის მანძილზე, სხვადასხვა სცენაზე, ბევრი კონცერტი და სპექტაკლი დაიდგა ანსამბლფესვებისორგანიზებითა და მონაწილეობით. ანსამბლმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა მასაჩუსეტსის შტატში გამართულ ფესტივალზე ”ON STAGE”. სადაც უამრავი ამერიკული ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. დავჯილდოვდით პირველი ადგილის პრემიით. ვითანამშრომლეთ ” SAINT MARK THEATER” თან და დაიდგა შესანიშნავი მიუზიკლი ” DEMON”, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

-ამ ხნის მანძილზე თუ გაგჩენიათ სურვილი, გასტროლი გქონოდათ სამშობლოში?

-კი, რა თქმა უნდა, და ვიყავით კიდეც გასტროლზე საქართველოში, 13 ივნისის სტიქიისგან დაზარალებულთა დასახმარებლად. ჩავატარეთ სამი კონცერტი: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ბროდვეიზე ” SIMPHONY SPACE” სცენაზე, მოწვეულ რეჟისორ ბატონ ნიკოლოზ საბაშვილთან ერთად დაიდგა მიუზიკლი, სახელწოდებით ” LEGEND OF GEORGIA|“ გასტროლები გვქონდა ასევე ჰოლანდიაში, ქალაქ ამსტერდამში, რაც ემსახურებოდა ჰოლანდიელი და ამერიკელი ქართველი ემიგრანტი ბავშვების გაცნობას და დაახლოებას. ”MASTER THEATER”-ის სცენაზე, კვლავ ბატონი ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობით ინგლისურ ენაზე დაიდგა სპექტაკლიწუნა და წრუწუნა, ამავე თეატრშიფესვებმაგამართა სოლო კონცერტი, რაც ანსამბლის არსებობის 15 წლის იუბილეს მიეძღვნა. ნიუ-იორკში გაიმართა ”NEW YORK TIMES TRAVEL SHOW”, სადაცფესვები“ წარდგენილი იყო როგორც საქართველოს წარმომადგენელი. მივიღეთ მონაწილეობა ჯორჯ ბალანჩინისადმი მიძღვნილ ძალიან პრესტიჟულ კონცერტში. ანსამბლი „ფესვები“ წარსდგა ნიუ-იორკში ოცდამეხუთე “COUTURE FASHION WEEK”-ის გახსნის ცერემონიაზე.

-თქვენი ანსამბლის ორგანიზებით 8 ოქტომბერს თბილისობა ნიუ-იორკში აღინიშნა, საკმაოდ საინტერესო ფაქტია.

8 ოქტომბერსფესვებისორგანიზებით  ნიუ-იორკში პირველად ჩატარდა თბილისობა, მოეწყო ნახატების, ხელნაკეთი ნივთების და ქართული კერძების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებში მონაწილეობა მიიღო უამრავმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა, მოკლედ, დიდი ქართული ზეიმი იყო შუაგულ ნიუ-იორკში. ”ფესვებიასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს საეკლესიო ღონისძიებებსა და სხვადასხვა ფესტივალებში.

-ალბათ უამრავი ბედნიერი ქართველი იყო ნიუ-იორკულ თბილისობაზე?

-კი, ძალიან ბევრი ვიყავით, თითქოს პატარა საქართველოდ იქცა ნიუ-იორკი, არავის უნდოდა დასრულებულიყო. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა და მოვიდა თბილისობაზე. თითოეული ქართველისთვის ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას და ეს ნამდვილად იგრძნობოდა ემიგრანტებში,  რაც ყველაზე მთავარია, არცერთი არ კარგავს იმედს, რომ დაბრუნდებიან.


Share.

Leave A Reply