ბოლნისის სათნოების სახლის სასადილოს რეაბილიტაცია უტარდება

0

ქალაქ ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №102-ა-ში მდებარე სათნოების სახლის სასადილოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა და სველი წერტილები.

სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება სამზარეულოს, სასადილოს და დამხმარე ოთახებს, ასევე მოხდება შენობა-ნაგებობის სახურავის რეაბილიტაცია-გადახურვა.

აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე სასადილო „მადლის“ ბენეფიციარები სადილს სათნოების სახლში მიიღებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზმ ჯგუფი“ასრულებს, ორ კვირაში დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


Share.

Leave A Reply