კომპანია „არემჯიმ“ სოფელი მარტყოფის მიმდებარე  ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გამართა

0

კომპანია „არემჯიმ“ საკუთარი გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, სოფელი მარტყოფის მიმდებარე  ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გამართა.

ტყის განაშენიანებისათვის სპეციალურად  გამოყოფილ ადგილზე, კომპანიის გარემოს დაცვის სამსახურის მიერ პირველ ეტაპზე შავი ფიჭვისა  და ელდარის ნერგები შეირჩა. აქციის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა 3000-მდე ნერგი დარგეს. მასშტაბური დარგვითი სამუშაოები გაგრძელდება. კომპანია აღნიშნულ ნარგავებს 5 წლის განმავლობაში მოუვლის. ამ პროექტის საბოლოო მიზანია, სოფელ მარტყოფში  12 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენა-განაშენიანება.

ჯონი შუბითიძე „არემჯის“ გენერალური დირექტორი:

„არემჯი“ ჯგუფის თანამშრომლები, ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვედით მარტყოფში ნერგების დასარგავად. მარტო დღეს ჩვენი ძალებით 3000-მდე ახალი ნერგი შევმატეთ ტყეს. აღნიშნული აქცია თვის ბოლომდე გაგრძელდება და ჯამში ამ სეზონზე 6000 ახალი ნერგი დაირგვება. რაც მთავარია ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ჩვენ ამ ტერიტორიას მომავალშიც მოუვლით და გაზაფხულზე კიდევ განვაახლებთ დარგვის პროცესს.“


Share.

Leave A Reply