დაბა თამარისში მცხოვრებ შშმ ბავშვს სამედიცინო ეტლი გადაეცა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად დღეს, დაბა თამარისში მცხოვრებ 9 წლის გიორგი კეზუას, საჩუქრად სამედიცინო ეტლი მიუტანა. გიორგის დედამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი დაბა თამარისის სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა. იგი სარგებლობს მუნიციპალური პენსიის პროგრამით, რომელიც გულისხმობს ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით მომვლელის თანხით უზრუნველყოფას.
სამედიცინო ეტლები მუნიციპალიტეტს ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ გადმოსცა, რომელიც 2010 წლიდან ახორციელებს გრძელვადიან პროექტს ამერიკული ორგანიზაციის LDS Charities დახმარებით, რომელიც შშმ პირთათვის ეტლების უფასო გადაცემას გულისხმობს.
წლის ბოლომდე კიდევ 4 ბენეფიციარი დაკმაყოფილდება სამედიცინო ეტლით.


Share.

Leave A Reply