”არემჯი“ – საყდრისის ტერიტორიაზე ძველი გამონამუშევარის კვალის არსებობა არ დასტურდება

0

საყდრისის კომიტეტის მიერ გავრცელებული მორიგი ინფორმაცია, თითქოსდა საყდრისის მე-2 უბანზე ძველი გამონამუშევარის კვალი შეინიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილის დეტალური დათვალიერების შემდეგ დაადასტურეს.
კომპანია “RMG GOLD”-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები – არქეოლოგები ირინა ღამბაშიძე და ზურაბ მახარაძე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი (არქეოლოგი) – ზურაბ გიორგაძე და საყდრისის კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.


Share.

Leave A Reply