სააკაძის ქუჩაზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინრეობს

0

ქალაქ ბოლნისში სააკაძის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, დაიგო 600 გრძივ მეტრზე ბაზალტის ქვაფენილი, მოეწყო ტროტუარები და სანიაღვრე ბცხაურები. მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. სააკაძის ქუჩის ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს და 30 მდე ადგილობრივია დასაქმებული.


Share.

Leave A Reply