ხრამის ჰესის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის პრეზენტაცია მოეწყო

0

ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე ხრამის ხეობაში, კერძოდ ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, იგეგმება ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია. პროექტს ახორციელებს შპს „ხრამის კასკადი“, ხოლო ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება მომზადებულია შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ. პრეზენტაციაზე განხილული იყო კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი. ასევე მოხსენება წარმოადგინეს  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შესახებ. დისკუსია გაიმართა პროექტის განხორციელების შემთხვევაში მის დადებით და მოსალოდნელ რისკებზე. ხრამის ჰესის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში გაიმართება საჯარო შეხვედრები, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მიიღოს სრული ინფორომაცია პროქტის შესახებ.


Share.

Leave A Reply