„ნატოსა“ და „ევროკავშირის“ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

„ნატოსა“ და „ევროკავშირის“ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგიონალური ქსელი, სიდას ფასილიტაციით ევროპაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევასა და შესაძლო შედეგების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საიფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გია დემურაშვილი, მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში საჯარო მოხელეებს შეხვდა და ევროპაში უვიზო მიმოსვლის როგორც დადებით მხარეებზე, ასევე ბოლო დროს გამოვლენილი რისკების შესახებაც ესაუბრა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რისკები საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სახელმწიფოს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლაში.

„ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რამაც შეიძლება ჩვენს სახელმწიფოს უვიზო მიმოსვლაში საფრთხე შეუქმნას. კერძოდ,   ბევრმა ადამიანმა კანონის სრული დაცვით გადალახა საზღვარი, მაგრამ უკანონოდ დარჩა და გააგრძელა ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნა. ასევე ვიცით, რომ კვლავ აგრძელებენ ჩვენი მოქალაქეები იქ ლტოლვილად ჩაბარებას, თუ აქამდე მათ იდენტიფიცირებას ექვსი თვე უნდებოდა, ახლა  იდენტიფიცირება 24-დან 72 საათამდე ხდება და სამწუხაროდ ამ ადამიანებს უკან უშვებენ. თუ მკვეთრად გაიზარდა მსგავსი დარღვევები, სამწუხაროდ,  შეგვიწყდება ევროპაში უვიზო მიმოსვლა“ – აღნიშნა გია დემურაშვილმა.


Share.

Leave A Reply