,,ჰენზელი და გრეტელი“ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე

0

ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა ბოლნისელ პატარებს გერმანელი მეზღაპრეების, ძმები გრიმების  ნაწარმოების ,, ჰენზელი და გრეტელის“  მიხედვით დადგმული თოჯინების თეატრი შესთავაზა.

აღნიშნული ზღაპარი  გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლებიდან ორასი წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიდგა და პრემიერაც ბოლნისქალაქობის ღონისძიებაზე შედგა. დღეს კი ,,ჰენზელი და გრეტელი“ კულტურის სახლის სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. საყვარელი ზღაპრის გმირების ხილვამ უამრავი პატარა გაახარა.


Share.

Leave A Reply