ბოლნისში სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური სამოსით კოსტუმირებული პერფორმანსი გაიმართება

0

15 ნოემბერს 15-00 საათზე ბოლნისის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება კოსტუმირებული პერფორმანსი სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური სამოსით. მოსწავლეების მიერ მოიხატება ასფალტი (ხატვის წრის მოსწავლეები), რომელიც იქნება ტოლერანტობის თემატიკასთან დაკავშირებული. ამასთან ერთად, ღონისძიებაში ჩართული იქნებიან, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები (ნახიდურის საჯარო სკოლის 15 აზერბაიჯანელი მოსწავლე, პედაგოგი მარინა ბჟალავა), ასევე შშმ პირები (დათო რეხვიაშვილი).


Share.

Leave A Reply