ბოლნისის ეპარქიაში აწყურისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მობრძანდება

0

აღნიშნულ სიწმინდეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს 2017 წლის 12 ნოებრიდან – 19 ნოემბრის ჩათვლით.
მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიაII-ს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.
სიწმინდეებს მრევლი სადღესასწაულო განწყობით, კმევითა და გალობით შეხვდება ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ნოემბერს, 13:00 საათზე, სადაც შესრულდება პარაკლისი და იქადაგებს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი.
მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში საშუალება ექნება მოილოცოს მსოფლიო მასშტაბის კულტურისა და ხელოვნების უდიდესი მნიშვნელობის სწმინდეები, ხოლო ყოველ დლას 10:00 საათიდან დაესწროს უდიდესი სიწმინდეების სახელზე აღვლენილ წირვა-ლოცვას.
აწყურისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობას სრულიად საქართველოში ახლავს კინო – ჩვენებები.
ბოლნისში კინო – ჩვენებები 13 ნოემბრიდან – 18 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ დღე, გაიმართება იოანე ბოლნელის სახელობის ქ. ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკაში.
დასაწყისი: 16:00 საათზე.


Share.

Leave A Reply