ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

ასოცოაციამ ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები“, ,,ევროკავშირი საქართველოსთვის“ და ,,UN WOMEN”-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,არა ოჯახში ძალადობას“ ფარგლებში მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრაზე ასოციაციის წარმომაგენლებმა იმ პრობლემატიკურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც ოჯახში ქალებზე ძალადობას ეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იყო განხილვები და დისკუსიები. დამსწრე საზოგდოებისთვის ასევე გაკეთდა ქვ ქართლის რეგიონში ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალების“ მოღვაწეობის 11 თვიანი ანალიზი.  შეხვედრას ქვ. ქართლის რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, სოციალური სამსახური, პედაგოგები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

ჯაბა ბრეგვაძე, ასოცოაცია ,,მავალეროვანი საქართველოს ქალები“-ს იურისტი

,,შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება, მოვისმინეთ მუნიციპალიტეტის მხრიდან პოზიცია, რა წვლილი შეუძლიათ შიტანონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.  აუდიტორიისაგან მოვისმინეთ სხვადასხვა მოსაზრებები და წინადადებები, თუ როგორ შეიძლება სამომავლოდ განვსაზღვროთ და ეფექტურად დავგეგმოთ აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლო პროექტები და პროგრამები.

იულია ხარაშვილი, იძულებით გადადგილებულ ქალთა ასოციაცია:  პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკურად შერეული მოსახლეობა ცხოვრობს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მხარდაჭერა  გვაქვს ადგილობრივი ხელმძღვანელობისაგან.   მოგეხსენებათ,  ამ რეგიონში გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ქალებს შეუძლიათ მიიღონ უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაცია, გაიარონ სხვადასხვა სახის კურსები, ზუსტად ერთი კვირის  ცნობილი გახდა მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები, სადაც მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ სოციალურ-ეკონომიური სიდუხჭირე ზრდის ძალადობას, ამიტომ ასეთი ღონისძიებები დროული და მნიშვნელოვანია.


Share.

Leave A Reply