უილიამ შექსპირის სონეტების საღამო ბოლნისში

0

გენიალურობა უბრალოებაშია და სიტყვის ძალა მისი შემქმნელის უკვდავ ფრაზებშია, რომელსაც არც საზღვრები აქვს და არც დრო და სივრცეს იტევს. სიმბოლურია, რომ ბოლნისმა -უძველესი გერმანული ტრადიციების მქონე ქალაქმა, ინგლისელ პოეტს შექსპირს უმასპინძლა. ბოლნისის კულტურის სახლის შემოქმედებითმა ჯგუფმა და მოწვეულმა სტუმრებმა კი მისი სონეტები გააცოცხლეს.

გერმანულ სარდაფში, რომელიც ორ საუკუნეს ითვლის, მოეწყო სეირნობა, ღვინის დეგუსტაცია და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სონეტების ფონზე ჟღერდა ულამაზესი მუსიკა, რაც უფრო მეტად ალამაზებდა შექსპირის ნოტგარეულ რითმებს, და რაც ყველაზე მთავარია, იყო ბევრი სიყვარული, სითბო და ბედნიერი სახეები დასტური იმისა, რომ საღამო შედგა.


Share.

Leave A Reply