ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობად მიიღო

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობად მიიღეს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 18 441 000 ლარით განისაზღვრა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ოთარ უტიაშვილის განცხადებით, 18 441 000 ლარიდან 18 136 000 ლარი მუნიციპალიტეტის შემოსავლებით დაიგეგმა, ხოლო  დელეგირებული უფლებამოსილებისთვის გამოყოფილმა თანხამ 305 000 ლარი შეადგინა.

კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნება და საერთო განხილვა, რომელსაც უკვე ახალი მოწვევის საკრებულო დაამტკიცებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო პირველად 20 ნოემბერს შეიკრიბება.

 


Share.

Leave A Reply