ბოლნისი მსოფლიო ტოლერანტობის დღეს შეუერთდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის წინ კოსტუმირებული პერფომანსი მოეწყო. სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სამოსით შემოსილი მოსწავლე-ახალგაზრდები მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ. ამ  თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა  მოხატეს ასფალტი, ღონისძიებას  ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანია არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

ფატი ტვილდიანი, ბოლნისის მერის თანაშემწე გენდერული საკითხებში:

-ბოლნისი წელს პირველად უერთდება ამ ღონისძიებას. მოგეხსენებათ, ჩვენი მუნიციპალიტეტი მრავალეროვანი მოსახლეობითაა დასახლებული და   ერთად თბილ და მეგობრულ გარემოში გვიწევს ურთიერთობები.


Share.

Leave A Reply