კომპანია RMG დაბა კაზრეთში მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების განახლების პროექტში მონაწილეობს

0

დაბა კაზრეთში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ლიფტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ლიფტი დღეს 114/115 კორპუსის მეორე სადარბაზოში საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ბელორუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საქრთველოს მთავრობის წარმომადგენლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი და კომპანია „არემჯის“ გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე დაესწრნენ.

დაბაში 30 ახალი ლიფტი დამონტაჟდება. ძველ ამორტიზირებულ ლიფტებს, ახალი ბელორუსიაში წარმოებული ლიფტები ჩაანაცვლებს. ლიფტების აღდგენის პროექტში ჩაერთო კომპანია RMG, რომელმაც  შახტების რეაბილიტაციისთვის 225 000 ათასი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით დაბა კაზრეთში ოთხი ლიფტის რეაბილიტაცია მოხდება.


Share.

Leave A Reply