დაბა კაზრეთში ახლადდამონტაჟებული ლიფტის გახსნას ქართულ დელეგაციასთან ერთად ბელორუსიის ვიცე პრემიერი დაესწრო

0

დაბა კაზრეთში ახალი ლიფტის საზეიმო გახსნას ბელორუსიის ვიცე პრემიერი მიხაილ რუსი , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლში სახელწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, კომპანია ,,RMG“-ის გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე და კაზრეთის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ.
დაბა კაზრეთში ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლება გვარდება.
მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაბა კაზრეთის კორპუსებში 30 ახალი ლიფტის შახტა დამონტაჟდება. ძველ, ამორტიზებულ ლიფტებს ახალი , ბელორუსში წარმოებული ლიფტები ჩაანაცვლებს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა ,,ქართული ლიფტი“ ახორციელებს.
22 ლიფტის შახტის კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, საერთო ღირებულებით 1 220 000 ლარი.
ლიფტების კეთილმოწყობის პროექტში კერძო სექტორიც ერთვება. კომპანია ,,არემჯი“ 4 ერთეული ლიფტის მოწყობის სამუშაოებს სრულად დააფინანსებს, 4 ლიფტის შახტის მოწყობას კი ,,PSP” უზრუნველყოფს.
დაბა კაზრეთის კორპუსებში სულ 68 ლიფტის შახტაა, დარჩენილი 38-ის რეაბილიტაცია მომავალ წლებში განხორციელდება.


Share.

Leave A Reply