საჭადრაკო ტურნირი დასრულდა

0

17 ნოემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო სკოლა „ნონა“-ში დასრულდა გიორგობის დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი.

აღნიშნულ ტურნირში 40-მდე მოსწავლე ორ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდა. ტურნირი ჭადრაკში 14 ნოემბერს დაიწყო და 17 ნოემბერს დასრულდა.

გამარჯვებულები 16 წლამდელებში:

I  კიკოლიაშვილი ნიკა

II  უგრეხელიძე რევაზი

III ბაგიროვი ნიკა

10 წლამდელები:

I  ჭითანავა გიორგი

II  ბაკურაძე ნიკა

III  ბიწაძე დიმიტრი

კოტე რეხვიაშვილი, მთავარი მწვრთნელი:

-საჭდრაკო ტურნირს დადებითად შევაფასებდი, მაგრამ სასურველია მის პოპულარიზაციაში უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთოს.


Share.

Leave A Reply