კონფერენცია თემაზე ,,ბოლნისის ეპარქიის ტაძრები და მონასტრები’’

0

საქართველოს საპატრიარქოს, წმ.იოანე ბოლნელის სახელობისსკოლის ინიციატივით ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია “ბოლნისის ეპარქიის ტაძრები და მონასტრები”, რომლებიც სკოლის მოსწაავლეებმა წარმოადგინეს, კონფერენციას სპეციალური მოწვევით ბოლნელ ეპისკოპოსთან მეუფე ეფრემთან ერთად მეცნიერები ასმათ ოქროპირიძე და მაკა ჩხაიძე ესწრებოდნენ. კონფერენციის იდეა სკოლის დირექტორს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ეკუთვნის, თემებს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი ქეთევან გაბლიშვილი და მოსწავლეები ერთი თვის მანძლზე მუშაობდნენ, იკვლევდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას ეკლესია მონასტრების შესახებ.კონფერენცია ეძღვნებოდა სკოლის 10 წლის იუბილეს, რაც არ იქნება ერთჯერადი.უახლოეს მომავალში იგეგმება სკოლაში ჩამოყალიბდეს მკვლევარ -მეცნიერთა კლუბი, რომელშიც გაწევრიანდებიან სკოლის მოსწავლეები და სწორედ მათი თაოსნობით ჩატარდება შემდეგი კონფერენცია ,რომელიც მიეძღვნება უწმინდესის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს.


Share.

Leave A Reply