ბოლნისში მეექვსე მოწვევის საკრებულო შეიკრიბა

0

2017 წლის 20 ნოემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს მე-6 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც ბოლნისის N23 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რუსუდან ქურდიანმა გახსნა და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოლნისის ოლქის შედეგები საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო. რეგლამენტის თანახმად, თავმჯდომარის არჩევამდე, სხდომას უხუცესი წევრი, ნათელა სვანიძე წარუძღვა. ახალი მოწვევის საკრებულო 30 დეპუტატით დაკომპლექტდა.შიდა ფარული კენჭისყრით არჩეული იქნა საკრებულოს ახალი თავჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი,მისი მოადგილე იმრან მ.გასიმოვი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი მირიანაშვილი ასევე დამტკიცდა ხუთი მოქმედი კომისია,  რომლის თავმჯდომარეებიც აირჩიეს ახლადშექმნილი საკრებულოს წევრებისაგან.


Share.

Leave A Reply