საგანმანათლებლო სესია C ჰეპატიტის შესახებ

0

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანმანათლებლო სესია გაიმართა, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის მედია კამპანიის ფარგლებში კლინიკა „ნეოლაბსის“ და „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრას ოჯახის ექიმები და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა დაავადების გავრცელება, ეპიდემიოლოგია, კლინიკური გამოვლინება, დიაგნოსტიკა, გართულებები და გამოსავალი. ასევე მიმოიხილეს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს უფასო სკრინინგს – „პროგრამის, რომელიც სამინისტრომ ორი წელია დაიწყო, მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია, პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია  Gilead-ის ხელშეწყობით ხორციელდება, მედია კამპანიის ფარგლებში ხდება სწორედ ამ პროგრამის პოპულარიზაცია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება მკურნალობა, სწორედ ასეთი საგანმანათლებლო სესიები ხელს უწყობს ჩაერთონ პროგრამაში და მიიღონ უფასო სერვისები“. – განაცხადა კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ქაჯაიამ.


Share.

Leave A Reply