ბოლნისში „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერებისთვის“ პროექტი ხორციელდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსთან გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე და 2018 წლის ცვლილებები პროგრამებთან მიმართებაში, ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან გაიცა რეკომენდაციები და რჩევები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებაში. შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის მე-4 საართიზე გაიმართა.

გია კაკაჩია, კოალიცია „პარტნიორობა ცვლილებებისათვის“ წარმომადგენელი:

-პირველ რიგში ეს პროექტი ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების გაძლიერებაზე და ცნობიერების ამაღლებაზე. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება განვსაზღვროთ 2018 წლის პროექტები და შევიტანოთ ცვლილებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

-მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ ყოვლისმომცველი საყოველთაო პაკეტი, რაც პირველ რიგში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდ პირებზეა გათვლილი. ჩვენ მეოთხედ ვხვდებით და თითოეული შეხვედრის შემდგომ შემუშავებული მეთოდოლოგიების მიხედვით იხვეწება სოციალური პაკეტი. დღეს დაისვა ასეთი საკითხი, რა თქმა უნდა მშობლების თანხმობით, რომ აუცილებელი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის ინტეგრირება საზოგადოებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახმარების გაცემა ასეთ ბავშვებზე არ იქნება ეფექტური, სწორედ ამიტომ, ჩვენი სოციალური მუშაკები ყველა ოჯახში მივლენ და დასვამენ საკითხს, რომ ბავშვმა აუცილებლად იაროს ბაღში ან სკოლაში. ჩვენი მოვალეობაა მივიდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეულ ბავშვთან და მოვახდინოთ მათი ადაპტაცია საზოგადოებაში.


Share.

Leave A Reply