საბა ქობულაძე პირველი ადგილის მფლობელია

0

18 ნოემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის თენგიზ ღამბაშიძის I მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 2005-2007 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის. აღნიშნულ ტურნირზე ბოლნისიდან 32 კგ წონით კატეგორიაში საბა ქობულაძე ასპარეზობდა (მწვრთნელი ავთანდილ ბჟალავა), რომელმაც ფინალურ შეხვედრაზე სამგზის პრიზიორი 12:1 დაამარცხა და I ადგილი მოიპოვა.

საბა ქობულაძე 8 წლის ასაკიდან აქტიურადაა ჩართული სპორტის ამ სახეობაში და ის 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია. აღნიშნული ტურნირი თბილისის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.


Share.

Leave A Reply