ბოლნისში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდა

0

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის წარმომადგენელი გიორგი მეგრელიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ დავით ხმელიძეს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ხორბლის ნაკვეთები დაათვალიერეს.
ბოლნისში, დავით ხმელიძეს სეტყვის შედეგად ორ ნაკვეთზე მოსავლის 36% და 60% დაუზიანდა, სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგმა აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 3 564 ლარი და 13 365 ლარი. ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისების შესაძენად გადახდილმა თანხამ ჯამურად შეადგინა 871.65 ლარი, ხოლო სააგენტოს სუბსიდიამ 2033.65 ლარი.

2017 წლის ნოემბრის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 20 682 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 15 365 ბენეფიციარი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 7 252 990 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 20 466 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 136 480 969 ლარია. ქარიშხლის, წყალდიდობის და სეტყვის შედეგად 3 021 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 3 842 188 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.

სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველო – ბიზნესის ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


Share.

Leave A Reply