მეუფე ეფრემი პატრიარქის გადაწყვეტილებას ეხმიანება

0

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ მესაყდრის დასახელებას გამოეხმაურა. მეუფე ეფრემმა პატრიარქის გადაწყვეტილებაზე, ბოლნისის სიონში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ნამდვილად დროული გადაწყვეტილებაა. მეუფე ეფრემმა მიტროპოლიტ შიოს  საპასუხისმგებლო მდგომარეობა მიულოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი 23 ნოემბერს დაასახელა.


Share.

Leave A Reply