ბოლნისში საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

0

დღეს ბოლნოსის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზში 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის სახელობის ტურნირი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საერთაშორისო ტურნირს ბოლნისი მეცხრედ მასპინძლობს.  მასში დღეს 2002- 2003 წლებში, ხვალ კი 2004-2005 წლებში დაბადებული ჭაბუკები იასპარეზებენ.  პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.  საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-9 საერთაშორისო ტურნირი ორ დღიანია და  საქართველოს  მუნიციპალიტეტების გუნდებთან  ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის  სპორტსმენებიც ასპარეზობენ.

,,აღნიშნული ტურნირი უკვე მეცხრედ იმართება და ტრადიციულად ყოველთვის კარგი შედეგებით სრულდება.  საკმაოდ ბევრი მონაწილე გვყავს, ქართველ ჭაბუკებთან ერთად ასპარეზობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდებიც. იმედი მაქვს, რომ  ბოლნისელების წარმატებით დასრულდება ტურნირი,“განაცხადა ძიუდოს სკოლის დირექტორმა შერმადინ დადვანმა.


Share.

Leave A Reply