ბოლნისის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს ეხმიანებიან

0

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეა. 1992 წლიდან მოყოლებული ყოველ 3 დეკემბერს, გაეროს ინიციატივით, მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
„საქართველოს მთავრობასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობები ვცდილობთ აღმოვფხვრათ არსებული სოციალური ბარიერები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია შეძლონ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მომავალშია დაგეგმილი, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ჩვენ ყველა თანასწორნი ვართ, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! – განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა. 

დღევანდელ დღეს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი.

„საჭიროა ყველა ჩვენგანის – ხელისუფლების, საზოგადოების, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ურთიერთთანამშრომლობა,რათა ყველა პირობა შევქმნათ ამ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენისა და განვითარებისთვის. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ნებისმიერი ადამანისთვის შეიქმნას თანაბარი პირობები პოტენციალის გამოსავლენად და მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და იგი პატივისცემასა და თანადგომაზეა დაფუძნებული.
მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად შევქმნით ყველა პირობას რათა ამ ადამიანებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ. “- აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

 


Share.

Leave A Reply