დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის “სიონს” გამარჯვება მიულოცა

0

“ამ წუთებში დასრულდა პლეი-ოფის გადამწყვეტი თამაში ბოლნისის ,,სიონსა“ და ბათუმის ,,დინამოს“ შორის. ბოლნისურმა გუნდმა დღევანდელი გამარჯვებით ეროვნულ ლიგაში გადაინაცვლა და დაამტკიცა, რომ გუნდი იმსახურებს უფრო მეტი წარმატებისთვის ბრძოლას. მინდა თითოეულ ფეხბურთელს, კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივარს მივულოცო დღევანდელი გამარჯვება, ეს ყველას წარმატებაა. ერთი წლის წინ ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ასე მალე შეძლებდა გუნდი ეროვნულ ლიგას დაბრუნებოდა, თუმცა როდესაც არის სწორი მენეჯმენტი და მეტი მოტივაცია ფეხბურთელებში, შეუძლებელიც არაფერია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს მომავალ ჩემპიონატში. ბოლნისის ,,სიონი“ მთელი მუნიციპალიტეტის ტრადიციაა და ის აუცილებლად დაუბრუნებს ძველ დიდებას” – დავით შერაზადიშვილი.


Share.

Leave A Reply