მართლამდიდებლური სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს

0

4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ფიტარეთის მამათა მონასტერში ყოველწლიურად განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. დღეს სადღესასწაულო ღვთისმსახურება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემი აღავლინა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.
ღვთისმსახურებას ფიტარეთის ტაძარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
დავით შერაზადიშვილი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი: 
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ერთ-ერთია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 საუფლო დღესასწაულს შორის, გილოცავთ ყველას, შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი. დედა ღვთისმშობელი ჰფარავდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!


Share.

Leave A Reply