ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტერმინოლოგიური ცვლილება განიცადა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას ტერმინოლოგიური ცვლილება შეეხო და ამიერიდან მერიად მოიხსენიება. დღეს აღმასრულებელი ორგანოს სახელის ცვლილება საკრებულომ ცნობად მიიღო. საქართველოს ორგანული კანონით განხორციელებული ერთ-ერთი ცვლილება გულისხმობს აღმასრულებელ ორგანოდ და უმაღლეს თანამდებობის პირად გამგებლის ნაცვლად მერის განსაზღვრას. ცვლილება ამოქმედდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, აღნიშნულიდან გამომდინარე, ტერმინოლოგიური ცვლილება ხორციელდება კოდექსის მთელ ტექსტში – გამგებლისა და გამგეობის ნაცვლად მუხლებში იცვლება ჩანაწერი მერი და მერია. ასევე განსაზღვრულია ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ვალდებულებები.


Share.

Leave A Reply