სკოლა ,,დავითიანმა’’  აგრესია და სიძულვილი  დაგმო

0

,,სიკეთე გადამდებია“     ,,ერთად აღვუდგეთ ყველანაირ აგრესიას“- ამ აქციის ფარგლებში დღეს ბოლნისის  მუნიციპალიტეტში  კერძო სკოლა  ,,დავითიანმა’’   მსვლელობით  სიძულვილი და ძალადობა დაგმო,  ბავშვებმა  ყველა შემხვედრს ,,სიკეთის ქისიდან“ ,,სიკეთის ელექსირი’’ გადასცეს. ამით  მოზარდებმა და პედაგოგებმა   სოციალურ ქსელში  გამოხატული ყველანაირი  აგრესია დაგმეს.

ბელა უგრეხელიძე, სკოლა ,,დავითიანის’’  მოსწავლე:   

სკოლა ,,დავითიანმა’’ 5 დეკემბერი   ,,სიკეთის ეპიდემიის’’ დღედ  გამოაცხადა .  გვინდა  ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი პოზიტივი  გადავცეთ და გავულამაზოთ ცხოვრება. ამ აქციით  ვგმობთ ბოლო დროს განვითარებულ აგრესიულ მოვლენებს და პროტესტის ნიშნად 2 დღის მანძილზე,  არცერთი ჩვენგანი,  სოციალური ქსელით არ ვისარგებლებთ.

 


Share.

Leave A Reply