ყოფილი სომხური სკოლის შენობა აუქციონის წესით გაიყიდება

0

ქალაქ ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ყოფილი სომხური სკოლის შენობა აუქციონის წესით გაიყიდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მას შემდეგ მიიღო რაც, მისი რეაბილიტაცია ვერ მოახერხა. შენობა, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, შესაბამისად აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებულმა ხელშეკრულება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან უნდა გააფორმოს, რათა რეაბილიტაციის პროცესში არ მოხდეს ძეგლის იერ-სახის შეცვლა.


Share.

Leave A Reply