გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას ბოლნისიც შეუერთდა

0

,,ნარინჯისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ“, ,,ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!“  ,,განათლება ყველა ქალის  უფლებაა!’’ ამ დევიზებით 16 დღიან  აქციას ბოლნისიც შეუერთდა.  აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმები, გაიმართა დისკუსია. აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ეთნიკური უმცირესობები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საჯარო სკოლები ჩაერთნენ.

„25 ნოემბრიდან მსოფლიოში დაიწყო 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენც შევუერთდით. ქალის მიმართ ძალადობას ვგმობთ უკვე მრავალი წელია და სწორედ ამას უკავშირდებოდა დღევანდელი დღეც. ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმები, სადაც კარგად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა განათლება და რა პრობლემებს იწვევს მისი შეზღუდვა. ძალადობას მოჰყვება ძალადობა. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ყველა და დავგმოთ ძალადობა!“-განაცხადა ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ ხელმძღვანელმა მარინა ბჟალავამ.


Share.

Leave A Reply