რატომ შეჩერდა წყაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ტანძიაში

0

სოფელ ტანძიაში არსებული ისტორიული წყაროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სანიაღვრე მილის ჩადებისას, მიწისქვეშ აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ უძველესი ტიპის, ქვითკირის და წითელი აგურის  ნაგებობა, რის გამოც სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.

„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სამუშაოს შესრულების დროს, აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ უძველესი ტიპის ნაგებობა, რის გამოც მოწყობითი სამუშაოები შეჩერებულია, ველოდებით სპეციალისტების დასკვნებს და მათი მითითებით შესაბამისად ვიმოქმედებთ“. – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა გიორგი სიკინჭალაშვილმა.


Share.

Leave A Reply