დავით შერაზადიშვილმა №1 საჯარო სკოლას 75 წლის იუბილე მიულოცა

0

დავით შერაზადიშილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:

– ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლა 75 წლისაა, სკოლა, რომელიც უდიდესი ტრადიციების მატარებელია და რომელმაც არაერთი ცნობილი და სახელოვანი ადამიანი აღზარდა. ვულოცავ N1 საჯარო სკოლას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, თითოეულ ამაგდარ პედაგოგს, მოსწავლეს, კურსდამთავრებულებს.
75 წელია პედაგოგიური კოლექტივი იღწვის მამულიშვილების აღსაზრდელად. ეს სკოლა ჩემთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე მეტია, ამ კედლებში ჩამოვყალიბდი პიროვნებად, აქ შევიძინე საუკეთესო მეგობრები, რომლებიც დღესაც, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისას გვერდში მიდგანან.
გილოცავთ პირველსკოლელებო, მჯერა, ეს სკოლა კიდევ ბევრ ღირსეულ თაობას აღზრდის.


Share.

Leave A Reply