გოგი მეშველიანი ქალაქ ბოლნისის პირველ საჯარო სკოლას იუბილეს ულოცავს

0

გოგი მეშველიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟრიტარი დეპუტატი:

– დღევანდელი დღე არ მინდა ტრადიციული მილოცვით დავიწყო, მიმაჩნია, რომ უფრო სწორი იქნება, თუ ვისაუბრებ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 75 წლის მანძილზე პირველმა ქართულმა სკოლამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ბევრი ღირსეული თაობა და ამ თაობებში, გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც გამორჩეული ადგილი დაიკავეს ქვეყნის პოლიტიკურ-კულტურულ-სპორტულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბოლნისის პირველ სკოლას რაღაც განსაკუთრებული ნიშა აქვს , რასაც ასე მარტივად ვერ ახსნი, თუმცა ძალიან გიყვარს, შენია და თან ძალიან ძვირფასი. ჩემი ეს დამოკიდებულება ალბათ იმის ბრალია, რომ მეც ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ, მართლაც გამორჩეულია და ანალოგი არ მოეძებნება, ეს პირველი ქართული სკოლაა, როგორც ცოდნის ტაძარი , ადგილი სადაც ცხოვრების ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამ და თავს იმკვიდრებ საზოგადოებაში. სკოლა სადაც , ქიმია-ფიზიკა, ისტორია თუ სხვა მნიშვნელოვანი საგნებისა, სწავლობ უამრავ დეტალს, რომელსაც შემდგომ ცხოვრებაში იყენებ და ყალიბდები პიროვნებად , სკოლა სადაც პირველად აცნობიერებ „თუ ვისი გორისა ხარ?!“ სკოლის წარმატება პროფესიონალ პედაგოგებზეა დამოკიდებული, მინდა ავღნიშნო, რომ სწორედ პედაგოგიური კოლექტივის დიდი დამსახურებაა მრავალწლიანი ღირსეული ისტორიის შექმნა . პირველი საჯარო სკოლა მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დგას. დირექცია ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს თანამედროვეობას აუწყოს ფეხი. საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ზოგადი განათლების ხელშეწყობა-განვითარება, მასწავლების პროფესიის კიდევ უფრო დაფასება , სწორედ ამ მიზნით დღითიდღე იხვეწება არსებული კანონმდებლობა. მინდა მოგილოცოთ , თქვენ და ყველა კურსდამთავრებულს სკოლის 75 წლის იუბილე, შექმნა მრავალწლიანი ისტორია , ნიშნავს დიდ შრომას და საქმისადი ერთგულებას. გისურვებთ კიდევ მეტ წარმატებებს და კვლავ მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას.


Share.

Leave A Reply