ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 20 დეკემბერს დამტკიცდება

0

11 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელსაც 27 დეპუტატი დაესწრო, დღის წესრიგით სამი საკითხის განხილვა მოხდა, დეპუტატებმა კენჭი უყარეს 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას და საკრებულოში ორი ფრაქციის დაფუძნებას.

მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 18 მილიონ 441 ათასი ლარითაა განსაზღვრული, საკრებულოს მხრიდან მცირე ცვლილება შეეხო, რომელიც ა.ა.ი.პ-ის შპს-ების სახელფასო მუხლებში სუბსიდირებას ეხებოდა. წელსაც პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა, სოციალური საგანმანთლებლო და კულტურის სფეროებია. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს საკრებულოში ორი ფრაქციის შექმნა „ქართული ოცნება – მრეწველების“ და „ქართული ოცნება -კონსერვატორების“. მომდევნო სხდომა 20 დეკემბერს ჩატარდება, სადაც 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდება.


Share.

Leave A Reply