დავით შერაზადიშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა დღეს მორიგი გამწვანების აქცია ჩაატარა. მერაბ კოსტავას, ლადო ასათიანისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე ნაძვისა და ცხენის წაბლის ნერგები დაირგო.
გამწვანების აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილსთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გამწვანების აქცია ჩატარდა. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე 55 ვერცხლისფერი ნაძვი და 90ცხენის წაბლის ნერგი დაირგო. აღნიშნული ნერგების მოვლა-პატრონობას მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური უზრუნველყოფს. გარემოზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა და მომავალი წლის გაზაფხულიდან კვლავ განახლდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამწვანების აქციები”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply