დაბა კაზრეთში კომპანია „არემჯის“ ბაზაზე მდებარე სასწავლო ცენტრი

0

დაბა კაზრეთში კომპანია „არემჯის“ ბაზაზე მდებარე სასწავლო ცენტრი  აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ტექნიკური და მატერიალური აღჭურვილობით, რაც აუცილებელია სასწავლო პროცესის შეუფერხებელი და ხარისხიანი წარმართვისთვის. სწავლების ყველა კურსი  კომბინირებულია, ის შედგება კონკრეტული სპეციალობის თემატიკისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებისგან. ცენტრში დღემდე გადამზადდა 208 თანამშრომელი. გადამზადებაში ინვესტირებულმა თანხამ  კი 42 500 ლარი შეადგინა. ცენტრი სხვადასხვა პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობს.   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრიდან“ მოწვეული ლექტორები „არემჯის“ თანამშრომლებს ადგილზე უტარებენ ლექციებს. შრომის უსაფრთხოება ყველა სასწავლო კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდა მოწვეული ლექტორებისა დასაქმებულებს ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას კომპანიის თანამშრომლებიც აცნობენ. ქიმიური ლაბორატორიების მე-2 ნაკადის ოცდახუთმა ლაბორანტმა უკვე დაასრულა გადამზადება, მათ ლექციებს სამსახურის უფროსი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი გია გელოვანი უკითხავდა.  ლაბორანტებს სასწავლო კურსის დასრულების და გადამზადების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო კურსს სამთოელებისათვის, რომელიც დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება  ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი თამაზ შარაშენიძე წარუძღვება.


Share.

Leave A Reply