გოგი მეშველიანმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა

0

გოგი მეშველიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი: ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, აღსაყდრებიდან 40 წლისთავს.
საქართველოს პატრიარქის ღვაწლი ფასდაუდებელია ქართველი ერის წინაშე, მან შეძლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილის დამკვიდრება, სწორედ მისი დაუღალავი შრომის, რწმენისა და სიმტკიცის დამსახურებაა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესის ავტოკეფალიის მოპოვება, უამრავი ეკლესია- მონასტრის აღდგენა-რეაბილიტაცია , თითოეული ჩვენგანს გვაქვს ბედნიერება ვიყოთ მისი თანამედროვენი . იგი არის ქართველი ხალხის სულის მხსნელი და საქართველოს ჭირისუფალი.
ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ , უფლის სადიდებლად , ერისა და ბერის საკეთილდღეოდ.


Share.

Leave A Reply