2018 წლის ბიუჯეტი 18 441 000 ლარით განისაზღვრა

0

25 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა . საკრებულოზე გამოტანილი იყო თორმეტი საკითხი, რომელსაც დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. იყო საკითხების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში. განისაზღვრა და დამტკიცდა 2018 წლის სტატეგიული გეგმაც, რომლის ძირითად პრიორიტეტებად გამოიკვეთა ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კულტურა, ახალგაზრდობისა და სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები. აღასანიშნავია ისიც, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გამოირჩევა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული ჯანდაცვის პროგრამით. 2018 წლის ბიუჯეტი 18 441 000 ლარით განისაზღვრა.


Share.

Leave A Reply